გიორგი მდივნის, დაბადებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მდივანი უამრავი აღიარებული ფილმის სცენარის ავტორია მოსკოვსა და თბილისში, 1981 წელს გარდაცვლილ მწერალს, როგორც ჩანს, მხოლოდ მისი ახლობლები გაიხსენებენ. პოპულარული ქართული ფილმების - “საბუდარელი ჭაბუკის”, “კეთილი ადამიანების”, “ხევსურული ბალადის”, ქართული კინოს შედევრის, “ჩემი ბებიას”, სცენარის ავტორი ისტორიამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაივიწყა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს გიორგი მდივნის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებზე გიამბობთ. შევეცდები ავხსნა, რატომ ჩაბარდა წარსულს საბჭოთა კინოსა და თეატრის ამ ცნობილი მოღვაწის სახელი.
[მუსიკა: “კეთილი ადამიანები”]
ეს სიმღერა, კინოფილმიდან “კეთილი ადამიანები”, ყველა თაობის ქართველმა ზეპირად იცის. საქართველოში მეტ-ნაკლებად ახსოვთ კინორეჟისორ შოთა მანაგაძის ეს ფილმიც, რომლის ეკრანებზე გამოსვლა ეგრეთ წოდებული “ოტტეპელის”, ანუ ხრუშჩოვის, ეპოქას დაემთხვა. მართალია, “კეთილი ადამიანები” სტალინის ეპოქაში აშენებული ქალაქის, რუსთავის, მკვიდრთა ცხოვრებას ასახავს, მეტალურგების ქალაქი აქ მხოლოდ ფონია... მაყურებლის ყურადღება კი გადატანილია თავად მეტალურგთა პირად ცხოვრებაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავად კეთილ ადამიანებზე... ე.ი. დრამატულ სასიყვარულო სამკუთხედში სამივე გმირი, ორი მამაკაცი და ერთი ქალ, “კეთილია”... აქ ვეღარც “იმპერიალიზმის აგენტს” იხილავთ, ვერც “მავნებელს”, რომელსაც არ უნდა, რომ საბჭოთა მეტალურგია ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობდეს, მაგრამ კონფლიქტი მაინც არის – ორმა მეგობარმა ერთი ქალი ვერ გაიყო... და ამაში არავინაა დამნაშავე.
“კეთილი ადამიანების” სიმღერა ყველა თაობის ქართველმა ზეპირად იცის, ფილმის რეჟისორი შოთა მანაგაძეც ქართული კინოს კლასიკოსადაა აღიარებული, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი “კეთილი ადამიანების”, ისევე როგორც შოთა მანაგაძის პოპულარული ფილმების - “საბუდარელი ჭაბუკის”, “ხევსურული ბალადის” - სცენარების ავტორის, გიორგი მდივნის, ვინაობა.... არადა, გიორგი მდივანი, რომელსაც ახლობლები “ჟორას” ეძახდნენ, თავად მას კი სახელი “ჟორჟი” უფრო მოსწონდა, საბჭოთა ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული დრამატურგი იყო. დიახ, მთელი საბჭოთა ეპოქის და არა მხოლოდ “ოტტეპელის” ან, თუნდაც, “სტალინის ხანის” საბჭოთა კინოსა და თეატრის... გიორგი მდივანი საბჭოთა კულტურის ნამდვილი “რეკორდსმენია”... იცვლებოდნენ ხელისუფალნი, იცვლებოდა ქვეყნის პოლიტიკა, მაგრამ გიორგი მდივნის სახელი თეატრალური და კინოაფიშებიდან არ იშლებოდა... და, რაც ყველაზე მთავარია, წარსულს მას არავინ ახსენებდა. ხელისუფლება სჯიდა ფილმების რეჟისორებს, კრძალავდა ფილმებს და სპექტაკლებს, გიორგი მდივანს კი არავინ ერჩოდა... უფრო მეტიც, მას პრემიებით აჯილდოებდნენ და მწერალთა კავშირის მთავარი იდეოლოგის როლს ანიჭებდნენ.
გიორგი მდივანი ასი წლის წინ თბილისში დაიბადა. 1924-26 წლებში იგი თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე თბილისის კინოსტუდიაში მოვიდა და სცენარი დაწერა კოტე მიქაბერიძის ფილმისთვის “ჩემი ბებია”, რომელიც დასრულებისთანავე აიკრძალა. 30-იან წლებში საბჭოთა ბიოროკრატიის ამ ბრწყინვალე პაროდიის ავტორებს “ხალხის მტრებად”, “ტროცკისტებად” შერაცხვის საშიშროება დაემუქრათ. 1936 წელს გიორგი მდივანმა თავს უშველა და მოსკოვში გადასახლდა. ამ პერიოდში იგი კრემლის მაღალჩინოსნებს დაუახლოვდა, კარგად გაიაზრა, რას მოითხოვდა კულტურის მუშაკებისგან სტალინის ხელისუფლება და პიესების წერა დაიწყო. ყველა თავის პიესაზე ამბობდა თურმე: “ეს პიესა ქვეყანას შავი ჭირივით მოედებაო”... ამიტომაც შეიქმნა მასზე ეპიგრამები, სადაც სიტყვა “ჟორჟს” – “ჟოპასთან”, ე.ი., რბილად რომ ვთქვათ, “უკანალთან” აბრუნებდნენ.
თუმცა გიორგი მდივანს მაინცდამაინც არ აღელვებდა, რას ამბობდნენ მის შესახებ კოლეგები. დრამატურგის მეუღლე ტაისია სავა ხელოვანთა წრეებში “სტვენის ოსტატად” ითვლებოდა. ეს გამხდარი ქალი, მეუღლეზე ბევრად უფრო მაღალი, უსტვენდა ყველაფერს, რასაც “მუსიკა” ერქვა – კლასიკურ ნაწარმოებებს და თანამედროვე შლაგერებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცოლ-ქმარი ერთად თურმე იშვიათად ჩნდებოდა – მეტისმეტად არ უხდებოდნენ ერთმანეთს.
სამაგიეროდ, გიორგი მდივანი ყოველთვის უხდებოდა ეპოქას. განსაკუთრებით აქტიური გახდა იგი “კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის” ეპოქაში. ალიოშინის სიტყვებით, სწორედ გიორგი მდივანი ხელმძღვანელობდა დაკითხვებს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში.
სამუილ ალიოშინი, მაგალითად, გიორგი მდივანს იმ მწერლებს შორის იხსენიებს, რომლებიც ყოველთვის ემორჩილებოდნენ საბჭოთა კონიუნქტურას, თუმცა, ალიოშინის თქმით, ჟორა ერთი თავისებურებით მაინც გამოირჩეოდა – ძახილის ნიშნებით უყვარდა ლაპარაკი. ხშირად ითხოვდა სიტყვას მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კავშირში გამართულ პარტიულ სხდომებზე და როცა კოლეგებს აკრიტიკებდა, ამბობდა ხოლმე: “მიყვარხარ ალიოშა, მაგრამ რატომ იქცევი ასე”... “მიყვარხარ”-ს ყოველთვის დასაწყისში ამბობდა, მერე კი იმდენ საზიზღრობას იტყოდა ხოლე, რომ ეს “მიყვარხარ” თავადაც აღარ ახსოვდა.
[სამუილ ალიოშინის ციტატა] “გვითხარით სიმართლე – რაზე საუბრობდით ამ ადამიანთან რესტორან “არაგვში”? – ეკითხებოდა წამების ობიექტს ჟორჟ მდივანი... “კოსმოპოლიტი მწერალი” ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ “არაგვში” მხოლოდ სავახშმოდ შევიდა, მაგრამ ჟორჟ მდივანი თავისას არ იშლიდა. “აეკრძალოს თეატრებსა და ჟურნალის რედაქციებში შესვლა” – ასეთი იყო მისი დასკვნა.”
თავის ბრალდებებში ალიოშინი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ მდივანი “კოსმოპოლიტებს” უკავშირდებოდა და, გარკვეული ანაზღაურების ფასად, მათ უკვეთდა პიესებსა და კინოსცენარებს, რომელთაც შემდეგ თავისი სახელით აქვეყნებდა. სტალინის ეპოქაში მან ესპანეთის სამოქალაქო ომს მიუძღვნა პიესა, ხრუშჩოვის ხანაში – კუბის რევოლუციას. თუმცა 50-იანი წლების მიწურულს ცოტა გაუჭირდა – მწერლებს კარგად ახსოვდათ მისი გამოსვლები მწერალთა კავშირის პარტიულ სხდომებზე, მოსკოვში... სწორედ ამ დროს მდივანმა ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტის აღდგენა გადაწყვიტა – იმ დროს, როცა ქართულ კინოს ძალიან უჭირდა სწორედ დრამატურგების თვალსაზრისით, მდივანმა დაწერა სცენარი “საბუდარელი ჭაბუკისთვის”, ფილმისთვის, რომელიც სამართლიანად ითვლება ახალი ეპოქის დასაწყისად ქართულ კინოში... წარმატების შემდეგ მდივანმა გააგრძელა შოთა მანაგაძესთან თანამშრომლობა – მას ჰქონდა საოცარი უნარი, თითქმის არაფრისგან შეექმნა კონფლიქტი. განსაკუთრებით აღელვებდა “ძველისა” და “ახლის” დაპირისპირება, ე.ი. ეპოქების ცვლა, თუმცა აქაც ერიდებოდა განზოგადებებს და უფრო მელოდრამატულ მოტივებზე აკეთებდა აქცენტს. მიზანი მიღწეულ იქნა – მაყურებელმა შეიყვარა ეს ფილმები, განსაკუთრებით - “ხევსურული ბალადა”, რომელმაც გიორგი მდივანი საბჭოთა კინოდრამატურგთა ელიტას დაუბრუნა.
[ხმა. სიმღერა ფილმიდან “ხევსურული ბალადა”]
ამის შემდეგ იწყება საოცარი პერიოდი მდივნის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ხრუშჩოვის განთავისუფლებასა და პრაღაში საბჭოთა ტანკების შეჭრასთან ერთად, გიორგი მდივანი ისევ სასურველი კაცი ხდება კრემლში. უფრო მეტიც, მდივანს გამოუჩნდნენ მფარველები კაგებეს მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანიზაციაში – “სოვექსპორტფილმში”, რომელიც უცხოელ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას სთავაზობდა. უცხოელებს აქ მკაცრად არჩევდნენ – ითვალისწინებდნენ რეჟისორების წარსულს, იმას, თუ რას იღებდა აქამდე და იმასაც კი, ვინ იყო გადაღებული მათ ფილმებში. გარდა ამისა, “სოვესქსპორტფილმი” ცდილობდა მკაცრად გაეკონტროლებინა “კომუნისტური ბლოკის” ქვეყნების კინოხელოვნება; უნგრელ, პოლონელ, ბულგარელ კინემატოგრაფისტებს სთავაზობდა ეთანამშრომლათ საბჭოთა კინოდრამატურგებთან. ასე აღმოჩნდა გიორგი მდივანი ტიტრებში დიდი უნგრელი რეჟისორის მიკლოშ იანჩოს ფილმისა “ვარსკვლავები და ჯარისკაცები”, ასე აღმოჩნდა ვიტორიო დე სიკას “მზესუმზირების” ტიტრებში, ნეორეალისტების “მამასთან”, ჩეზარე ძავატინისთან, ერთად.
ისევ არაფრის ეშინოდა... ეტყობა, ფიქრობდა, საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკა რომ შეცვალოს, დრამატურგს არაფერს დაუშავებენ, ყველაფერი რეჟისორებს დაბრალდებაო... საბჭოთა კავშირი თუ დაინგრა, არც მაშინ გაახსენებენ წარსულს... პირიქით, მადლობას გადაუხდიან “ჩემი ბებიასა” და “კეთილი ადამიანებისთვის”.
ვერც საბჭოთა კავშირის დაშლას და ვერც “პერესტროიკას” იგი ვერ მოესწრო. გიორგი მდივანი 1981 წელს გარდაიცვალა. ეპიგრამებს მასზე აღარავინ თხზავს. იგი, უბრალოდ, ყველამ დაივიწყა.