არაერთმა თბილისელმა დაანთო სარკმელში სანთელი, როგორც მოუწოდა პატრიარქმა ილია მეორემ თავის მრევლს. 7 იანვარს კი ქუჩებში მეალილოვეები გამოჩნდნენ. ისინი სოციალურად გაჭირვებულებისთვის ტკბილეულობასა და ტანსაცმელს აგროვებდნენ.
ქართულ საზოგადოებაში ქველმოქმედების სურვილის ზრდა თვალშისაცემია. წელს ალილოობას რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტკბილეულის, ხილის და ტანსაცმლის შეგროვებაში - ამ ძღვენს კვირას, 8 იანვარს, მიიღებენ საბავშვო თავშესაფრების, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებნი, ანუ ის ადამიანები, ვისაც ბიუროკრატიულ ენაზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთ უწოდებენ. ასეთთა რიცხვი კი საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან დიდია.
„შეუძლებელია საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობა - მაგალითად, მეგობრობის, ვაჟკაცური ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ერთგულების, ურთიერთგატანის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო თავისი ისტორიიდან მომდინარეობს და თავის ტრადიციებზეა დაფუძნებული.“ - ეს ნაწყვეტი გახლავთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლედან. პატრიარქმა თავად ჩაატარა შობის ღამეს წირვა სამების საკათედრო ტაძარში - მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად წირვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. არადა, წინა დღით გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შობის ღამეს თითქოს უკრაინაში გამგზავრებასა და შობის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას გეგმავდა. ეს ასე არ მოხდა: პრეზიდენტმა შობის დღესასწაული სამშობლოში გაატარა. წირვის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ კათალიკოს-პატრიარქის ყველა ძირითად მოსაზრებას ეთანხმება:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ყურადღებით მოვუსმინე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს და შემიძლია ძირითად ღირებულებებს ხელი მოვაწერო, რადგან საუბარი იყო ადამიანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე - იმაზე, თუ რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ოჯახების, არამედ საზოგადოების, ისტორიის წინაშე. პატრიარქი საუბრობდა ძალიან მწვავედ ნარკომანიის თემაზე, კრიმინალურ ფასეულობებზე, რაც, რა თქმა უნდა, ფასეულობებს არ წარმოადგენს. იმაზე, რომ წარმატება უნდა ემყარებოდეს ჩვენს კულტურას, ჩვენს მდიდარ შინაგან სამყაროს.“
ნარკომანიისა და სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ეპისტოლეში საუბარია მასმედიის, კინოხელოვნებისა და ინტერნეტის გავლენაზე ახალგაზრდობის მსოფლმხედველობაზე - პატრიარქის აზრით, ტელევიზია სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავს “იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.“ ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთამხმების სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია ორმხრივი კომისიების ამუშავება - შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტში გამოსვლისას ომბუდსმენის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით სხვა რელიგიების უფლებები ირღვევა, სკანდალი გამოიწვია.
ერთი რამ ფაქტია: საქართველოს ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე წლიდან წლამდე იზრდება. ამას არა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, - ერთ-ერთი გამოკითხვით, ქართულმა ეკლესიამ, გავლენის მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა, პრეზიდენტის შემდეგ, -არამედ თუნდაც ის, რომ ყოველწლიურად თვალშისაცემად მატულობს ალილოს მონაწილეთა რაოდენობა.