Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის


პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის საოკუპაციო სამოქალაქო მმართველობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერაყში მას

პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის საოკუპაციო სამოქალაქო მმართველობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერაყში მას
შეატყობინა, რომ საჭირო იყო უფრო მეტი სამხედრო ერაყში, რათა უსაფრთხოებისთვის მიეღწიათ. პენტაგონის წარმომადგენელმა ლოურენს დირიტამ დაადასტურა, რომ პოლ ბრემერმა 2004 წლის მაისში გაუგზავნა პენტაგონს წერილი, სადაც აფრთხილებდა, რომ არსებითად მეტი რაოდენობის ჯარი იყო საჭირო ერაყში. დირიტას თქმით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა 13 თვის განმავლობაში, როცა ბრემერმა მეტი ჯარი მოითხოვა. ბრემერმა “ენ-ბი-სის-თან” ინტენრუიში თქვა, რომ მაშინ, რასმფელდს მოსთხოვა ნახევარ მილიონი ჯარისკაცი, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე ერაყში იყო. ბრემერი დროებითი ხელისუფლების მეთაური იყო 2003 წლის მაისიდან, 2004 წლის ივნისამდე.
ბაღდადში დღეს თვითმკვლელმა თავი აიფეთქა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. დაიღუპა 28 ადამიანი. აფეთქების შემდეგ შენობას ნაღმმტყორცნიდან ცეცხლი გაუსხნეს.
XS
SM
MD
LG