Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი ფრთხილ პოზიციას


რუსეთი და ჩინეთი ფრთხილ პოზიციას უჭერენ მხარს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავაში.

რუსეთი და ჩინეთი ფრთხილ პოზიციას უჭერენ მხარს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციები საუკეთესო საშუალება არ არის საიმისოდ, რომ აიძულოს ირანი, გააქარწყლოს მისი ბირთვული პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო წუხილი. პეკინში საგარეო საქმეთა მინისტრმა კონ კუანმა განაცხადა, რომ პრობლემის დიპლომატიური წესით მოგვარება ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ არცერთ მინისტრს არ უთქვამს, როგორ მოიქცევიან მათი ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის საკითხის განხილვასთან მიმართებაში. 16 იანვარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მოითხოვენ ირანის საკითხის უშიშროების საბჭოში განხილვას მისთვის სანქციების დაწესების მიზნით.

XS
SM
MD
LG