Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა პირობა


დონორმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა პირობა დადეს, რომ 1,9 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან ფრინველის გრიპის გავრცელების

დონორმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა პირობა დადეს, რომ 1,9 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან ფრინველის გრიპის გავრცელების
საწინააღმდეგო ზომების დაფინანსებას. ამის შესახებ დღეს პეკინში, დონორთა კონფერენციაზე ითქვა. გრიპის საკითხებში გაეროს ძალისხმევის კოორდინატორმა, დავიდ ნაბარომ ამ დაპირებას "ბრწყინვალე" და "სრულიად გამორჩეული" უწოდა. დაპირებულმა თანახმა გადააჭარბა 1,5 მილიარდ დოლარს, რომელსაც მსოფლიო ბანკი ასახელებდა საჭიროდ, განვითარებად ქვეყნებში ფრინველის გრიპის საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ზომებითვის. ევროკავშირის კომისარი ჯანდაცვის საკითხებში, მარკოს კიპრიანუ აღნიშნავს, რომ კაცობრიობას ჯერ არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, პანდემიისთვის მომზადებულიყო მის დაწყებამდე. [კიპრიანუს ხმა] “უნდა მოვემზადოთ. ფრინველის გრიპის საფრთხე მალე არ გაქრება. მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის, რომელშიც ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რესურსებისა და ენერგიის მობილიზება უნდა შეძლოს. ვირუსს ევროპა არ გამოუტოვებია. ის უკვე გავრცელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში. ჩვენი ფერმერები, ჩვენი ვეტერინარები ყოველ დღე ფრონტის ხაზზე დგანან, ებრძვიან და უმკლავდებიან ამ საფრთხეს, - ამბობს ევროკომისარი მარკოს კიპრიანუ. ფრინველის გრიპმა 2003 წლის შემდეგ აღმოსავლეთ აზიაში 75-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იანვარში კი თურქეთში ოთხი ბავშვი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG