Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა ირანი გააფრთხილა, არ თქვას


ბრიტანეთმა ირანი გააფრთხილა, არ თქვას უარი მოთხოვნებზე, რომელთაც მას ბირთვული პროგრამის შესახებ უყენებენ

ბრიტანეთმა ირანი გააფრთხილა, არ თქვას უარი მოთხოვნებზე, რომელთაც მას ბირთვული პროგრამის შესახებ უყენებენ
და არ ილაპარაკოს მუქარის ენით საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში. ამ გაფრთხილებით საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეკ სტროუ გამოვიდა ლონდონში ირანელ კოლეგა მანუჩერ მოტაკისთან შევხედრის დროს. მოლაპარაკების დაწყებამდე სტროუმ აღნიშნა, რომ უცხოეთმა ირანის მისცა ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში თავისი ვალდებულებების შესრულების ბოლო შანსი. მაგრამ ირანის პრეზიდენტ, მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი არ დაემორჩილება დასავლეთის ზეწოლას და დაასრულებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. [აჰმადინეჟადის ხმა] “მათს საყურადღებოდ - ამ ცრუ, წარმოსახვითი ზესახელმწიფოების საყურადღებოდ ვამბობ: ირანელმა ერმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 27 წლის წინ. ბირთვული ენერგია მიგვაჩნია ირანელი ერის უფლებად, ერის მსახურად. ჩვენ ბოლომდე შევეცდებით ამ უფლების მოპოვებას”. აჰმადინეჟადის ამ განცხადების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა ორშაბათს, 30 იანვარს მიაღწია ერთსულოვნებას, რომ გაეროს ატომურმა სააგენტომ ირანის საკითხი უნდა გადასცეს უშიშროების საბჭოს ბირთვული პროგრამის გამო. ამას კი შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG