რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის,
ვიქტორ ბელცოვის თქმით, მოსკოვში, ბასმანის ბაზრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. 63 გარდაცვლილი ნანგრევებში იპოვნეს; ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილებს შორის 9 ქართველია. საქართველოს ერთი მოქალაქე საავადმყოფოში იმყოფება.
ბასმანის ბაზრის სახურავი ხუთშაბათს დილით ადრე ჩამოინგრა. ჩამონგრევის მიზეზი, ექსპერტთა ვარაუდით, სახურავზე თოვლის დიდი მასის მოგროვება და შენობის არასწორი ექსპლუატაცია გახდა. პროკურატურა ბაზრის დირექტორს, მარკ მეშიევს ”გულგრილობით მკვლელობაში” ადანაშაულებს. მეშიევი პარასკევს დააკავეს. შემთხვევის ადგილას მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას და გარდაცვლილების ძებნას.