Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით


გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, გერმანიამ სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ს, ვიდრე 2003 წელს ერაყში

გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, გერმანიამ სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ს, ვიდრე 2003 წელს ერაყში
ინტერვენცია დაიწყებოდა. გაზეთს მოჰყავს აშშ-ის შეიარაღებული ძალების საიდუმლო ინფორმაცია ამის შესახებ. დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ “ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობა. გაზეთი წერს, რომ გერმანიამ გადასცა აშშ-ს სადამ ჰუსეინის გეგმა, რომელიც ბაღდადის დაცვას ითვალიწინებდა თავდასხმის შემთხვევაში. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ულრიხ ვილჰელმმა უარყო გამოქვეყნებული ცნობა.
XS
SM
MD
LG