Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გურამ დონაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გურამ დონაძე.
საინფორმაციო სააგენტოები, მათ შორის "მედიანიუსი", იუწყებიან, რომ დონაძის მოხსნის მიზეზი შესაძლოა იყო მისი დაძაბული ურთიერთობა ჟურნალისტებთან. არ გამორიცხავენ არც კავშირს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან. დღეს ოპოზიციურ ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" წარმომადგენელმა, კობა დავითაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს - მას მოსთხოვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარატამენტის უფროსის დათა ახალიას დათხოვნა და იგორ მელნიკოვის დაპატიმრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კობა დავითაშვილის განცხადებით, დადგება თვით მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. გუშინ მერაბიშვილმა სამინსტროში გამართულ ბრიფინგზე აუწყა საზოგადოებას გირგვლიანის მკვლელობის გახსნის და ამ მკვლვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე 4 კაცის დაკავების შესახებ.
XS
SM
MD
LG