Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერიქონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე


იერიქონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარებს ჩაბარდა აჰმეტ საადათი

იერიქონში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ჯარებს ჩაბარდა აჰმეტ საადათი
- პალესტინის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის აქტივისტი, რომელსაც ბრალად ედება ისრაელის ტურიზმის მინისტრის მკვლელობა 2001 წელს. მთელი დღის მანძილზე ისრაელის ჯარებს ალყაში ჰყავდათ იერიქონის პალესტინური ციხე, რათა საადათი დაეპატიმრებინათ, ვინაიდან პალესტინის ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ მის განთავისუფლებას აპირებს. ატეხილი სროლისას დაიღუპა პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. 150 პატიმარი და მეციხოვნეები ჩაბარდნენ ისრაელის ჯარებს. იერიქონის ოპერაციის საპასუხოდ ღაზის სექტორში გატაცებულია რამდენიმე უცხოელი.

XS
SM
MD
LG