Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა მსხვილი ნავთობკორპორაციის შექმნის გეგმა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა მსხვილი ნავთობკორპორაციის შექმნის გეგმა.


ახლა ინფორმაცია საქართველოს შესახებ
გილაურის განმარტებით, გაერთიანდებიან საქნავთობი, ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია და გაზის საერთაშორისო კორპორაცია. მიზანია ნავთობთან და გაზთან დაკავშირებული საკითხების უფრო კოორდინირებულად წარმართვა. თუმცა ფრაქცია "მეამარჯვენე ოპოზიციის" წევრმა ირაკლი იაშვილმა ენერგეტიკის მინისტრს განუცხადა, რომ ამ კორპორაციების გაერთიანება ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. მინისტრმა არ გაიზიარა ეს კრიტიკა, მანვე აბსურდული უწოდა ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს ხელისუფლება ცენტრალური გაზსადენის გაყიდვას აპირებდეს. გილაურის თქმით, გაზსადენის გაყიდვაზე საუბარიც კი არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG