Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მეორე ყრილობაზე


საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მეორე ყრილობაზე გამოსვლისას,

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მეორე ყრილობაზე გამოსვლისას,
ფედერაციის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია "იმედზე" ზეწოლის მოხდენას ცდილობს:
[პატარკაციშვილის ხმა]: ”არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია ”იმედმა” გააჟღერა. პირადად მე, და არა რომელიმე ჟურნალისტი, ვარ პასუხისმგებელი ამ სიმართლეზე. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი, და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა ”იმედის” ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას”.
პატარკაციშვილის თქმით, ვრცელდება ხმები, რომ ის ტელევიზიის მეშვეობით ხელისუფლებაზე ზეწოლას აწარმოებს და ამიტომ არ აძლევენ საშუალებას ”ყველა და ყველაფერი იყიდოს”. თუმცა, ის აცხადებს რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება - და რომ ის ბიზნესში აქტიურობის საშუალებით თავისი ”შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას” ახდენს.
XS
SM
MD
LG