Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს გადაწყვეტილი


საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს გადაწყვეტილი აქვს, ხელი მოაწეროს ახალ კანონს

საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს გადაწყვეტილი აქვს, ხელი მოაწეროს ახალ კანონს
ახალგაზრდების შრომითი დასაქმების შესახებ, რომელმაც მწვავე პროტესტები გამოიწვია. შირაკმა ამის შესახებ გამოაცხადა პარასკევს საღამოს, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას. ამასთან, მან დასძინა, რომ კანონში შესწორებების შეტანას მოითხოვს. კერძოდ, მას გადაწყვეტილი აქვს, მოითხოვოს, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც სამსახურიდან ახალგაზრდების უპრობლემოდ დათხოვნა იქნება შესაძლებელი, ორიდან ერთ წლამდე შემცირდეს. გარდა ამისა, დამქირავებელმა გარკვევით უნდა ახსნას დათხოვნის მიზეზები.
XS
SM
MD
LG