Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა


კიევში გაიმართა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პრეზიდენტების შეხვედრა,

კიევში გაიმართა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პრეზიდენტების შეხვედრა,
რომელზეც გადაწყდა სუამის გარდაქმნა ახალ საერთაშორისო ჯგუფად. ახალ ორგანიზაციას დაერქმევა ორგანიზაცია დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის - გუამი. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვდრის შემდეგ განაცხადა: [იუშჩენკოს ხმა] "მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი რეგიონი უზარმაზარი პოტენციალის პატრონია და თანამედროვე ევროპაში ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეგიონად იქცევა. ეს ეხება არა მხოლოდ ენერგეტიკულსა და სატრანსპორტო პროექტებს, არამედ, დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროექტებსაც." მიღწეულ იქნა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ. ამის თაობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. [სააკაშვილის ხმა] "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეპოქაში, როცა უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ, მოლდავეთის წინააღმდეგ, რეალურად შემოიღეს ეკონომიკური სანქციები, ახალი წინაღობებისა და ემბარგოების ეპოქაში, ჩვენ შევთანხმდით, ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შემოვიღოთ. ეს არის სრულიად კონკრეტული სარგებელი ყველა ქვეყნისთვის, მათი ყველა მოქალაქისთვის, ყველა მწარმოებლისთვის." მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა არ გამორიცხა ორგანიზაციაში სხვა ქვეყნების გაწევრიანებაც. [ვორონინის ხმა] "სუამის მომავალ წევრად ვხედავ არაერთ ქვეყანას, მათ შორის, ევროპის კავშირის ქვეყნებსაც. მთავარია, ეფექტიანობა. თუ ჩვენი ურთიერთობების ეფექტიანობა და ხარისხი ახალ საფეხურზე ავა, და ამას ჩვენი ქვეყნების რიგითი მოქალაქეები იგრძნობენ, თანამშრომლობა გაფართოვდება და განვითარების ახალ-ახალ მიმართულებებს შეიძენს."
XS
SM
MD
LG