Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ირაკლი ალასანია დღეს სოხუმში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, ირაკლი ალასანია დღეს სოხუმში ჩავიდა
აფხაზთა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი შამბასთვის ქართული მხარის მიერ მომზადებული სამშვიდობო დოკუმენტის ე.წ. საგზაო რუკის გასაცნობად. მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე საქართველოს საკითხებში გაეროს გენერალურ მდივანთან არსებული მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებმა, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ. სოხუმიდან კი ირაკლი ალასანია, ისევე როგორც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ბათუმში ჩავიდნენ, იქ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG