Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი


პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი გამოვიდა წინადადებით, რეფერენდუმი გაიმართოს

პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი გამოვიდა წინადადებით, რეფერენდუმი გაიმართოს
პალესტინის მომავალი სახელმწიფოს შესახებ, თუკი ათი დღის განმავლობაში თანამშრომლობაზე ვერ შეთანხმდებიან დაპირისპირებული ჰამასი და ფათაჰი. აბასის აზრით, რეფერენდუმზე გაიტანენ პალესტინის სახელმწიფოში მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთი იერუსალიმის ტერიტორიების შეტანის საკითხსაც. პალესტინის პარლამენტის სპიკერმა აბდელ-აზიზ დუაიკმა თანხმობა განაცხადა რეფერენდუმის იდეის თაობაზე, თუმცა ჰამასი ოფიციალურად არ აღიარებს ისრაელს. აბასი რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა რამალაში, პალესტინელ პოლიტიკურ ლიდერთა შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG