Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, უსაფრთხოების


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ფრედ კუკის ხელმძღვანელობით,

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ფრედ კუკის ხელმძღვანელობით,
ქართულ მხარესთან შეხვედრებს მართავს. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავასთან. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, მხარეებმა ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რომლებსაც საქართველომ ალიანსში ინტეგრაციის საკითხებში მიაღწია, ასევე განიხილეს რეფორმებთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. მამუკა კუდავას თქმით, ნატოს დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის ზრდით, რაზეც ქართულმა მხარემ განუმარტა, რომ ზრდა გამოწვეულია თავდაცვის სფეროს რეფორმირებითა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG