Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ, საგანგებო განცხადება გააკეთა
იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე,
პარლამენტარ კობა დავითაშვილზე თავდასხმა მზადდებოდა. არველაძის თქმით, დავითაშვილის ლიკვიდაციის გეგმა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. [არველაძის ხმა]: ”ოპერაციის პოლიტიკური შედეგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის დისკრედიტაცია. უნდა შექმნილიყო სურათი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი ფიზიკური ანგარიშწორებით უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. ყველაფერი ეს უნდა გასაღებულიყო როგორც პირადი ანგარიშსწორება”. გიორგი არველაძემ ეჭვმიტანილის სახელიც დაასახელა - ვლადიკავკაზის მკვიდრი გიორგი კურტაევი. არველაძის თქმით, კურტაევი საქართველოში რუსეთიდან, ცხინვალის გავლით შევიდა, გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და უკან ასევე ცხინვალის გავლით დაბრუნდა.
ამავე საკითხზე პრეს-კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმაც გამართა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ პროფესიონალია, რომელიც სხვა ძალებთან შეთანხმებით მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG