Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების


სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლეგ ალბოროვი კვირას დილით,

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლეგ ალბოროვი კვირას დილით,
ტერაქტის შედეგად დაიღუპა. დეფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალბოროვი საკუთარ სახლთან, ავტოფარეხში დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების ამოქმედებას ემსხვერპლა. დეფაქტო მთავრობა ოლეგ ალბოროვის დაღუპვას დესტაბილიზაციისთვის გამიზნული ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა კი ოლეგ ალბოროვის მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახურების მოწყობილს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე ცხინვალში მომხდარ ტერაქტს “პოლიტიკური ტერორის” შეფასებას აძლევს და აცხადებს, რომ ის დეფაქტო მთავრობის წევრებს შორის ანგარიშსწორების შედეგია.
ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ოსურმა მხარემ ცხინვალში შესასვლელი გზები გადაკეტა.
XS
SM
MD
LG