Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გზის პირას ჩამარხული ბომბის


ავღანეთში გზის პირას ჩამარხული ბომბის აფეთქებამ 6 ავღანელი ჯარისკაცი მოკლა, დაჭრილია 3 ადამიანი.

ავღანეთში გზის პირას ჩამარხული ბომბის აფეთქებამ 6 ავღანელი ჯარისკაცი მოკლა, დაჭრილია 3 ადამიანი.
ავღანეთის არმიის სარდლის განცხადებით, აფეთქება დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში მოხდა და მიმართული იყო ავღანელი და საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცების ერთობლივი პატრულის წინააღმდეგ. პატრულს ახორციელებდნენ იმ ოპერაციის ჩარჩოებში, რომელიც მიმართულია სამხრეთ ავღანეთში თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ. დღესვე გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა პაქტიის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ გარდეზში, მოკლა 4 და დაჭრა 23 სამოქალაქო პირი. მოეწყო მთავრობის უწყების შენობასთან, ხალხით სავსე ქუჩაში.
XS
SM
MD
LG