Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში მიმდინარე


ისრაელის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში მიმდინარე 16-დღიანი ოპერაციის მსვლელობაში

ისრაელის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში მიმდინარე 16-დღიანი ოპერაციის მსვლელობაში
მან სერიოზული ზიანი მიაყენა "ჰისბოლაჰის" დაჯგუფების სამხედრო პოტენციალს. ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, დან ხალუცის ცნობით, "ჰისბოლაჰის" მებრძოლთა დანაკარგები ასეულობით განიზომება. გარდა ამისა, "ჰისბოლაჰმა" უკვე დახარჯა მის ხელთ არსებული რაკეტების უდიდესი ნაწილი. ისრაელში რეზერვისტთა მორიგი გაწვევა გამოცხადდა - არმიის რიგებს 30 ათასი კაცი შეავსებს. დღეს "ჰისბოლაჰის" მებრძოლებმა კვლავ დაუშინეს ცეცხლი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებს. ოთხი ადამიანი დაიჭრა. ამასობაში ისრაელი განაგრძობს საავიაციო და საარტილერიო იერიშებს "ჰისბოლაჰის" პოზიციებზე. განვლილი დღე-ღამის მანძილზე არმიამ ლიბანში ოპერაციის დაწყებიდან ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - დასახლება ბინტ-ჯბეილისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა ცხრა, ხოლო დაიჭრა 20-ზე მეტი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG