დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ დაპატიმრებული არიან
ტერორისტული შეთქმულების მთავარი ეჭვმიტანილები, რომლებიც ჰაერში თვითმფრინავების აფეთქებას გეგმავდნენ
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯონ რიდის თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ დაპატიმრებული არიან ტერორისტული შეთქმულების მთავარი ეჭვმიტანილები, რომლებიც ჰაერში თვითმფრინავების აფეთქებას გეგმავდნენ. რიდის ამ განცხადებამდე პოლიციამ თქვა, რომ დააპატიმრა 21 პირი, რომლებიც ხელბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანას ცდილობდნენ დიდი ბრიტანეთიდან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებში. “პოლიციამ მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერით ჩაატარა მსხვილი ანტიტერორისტული ოპერაცია, იმ მიზნით, რომ აღეკვეთა მნიშვნელოვანი საფრთხე, რაც დიდ ბრიტანეთსა და მის მოკავშირეებს ემუქრებათ. პოლიცია, მოქმედებს რა სპეცსამსახურ “მ-15”-თან ერთად, იძიებს შეთქმულებას, რომელსაც მიზნად ჰქონდა თვითმფრინავების აფეთქება და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ შეთქმულება, სინამდვილეში, ძალიან სერიოზული იყო,” განაცხადა რიდმა. ბრიტანეთმა უსაფრთხოების საგანგებო ზომები უმაღლეს დონემდე, "კრიტიკულამდე" აიყვანა. ბრიტანეთის აეროპორტებიდან მრავალი მიმართულებით ფრენა გაუქმდა. ვაშინგტონში შიდა უსაფრთხოების მდივანმა, მაიკლ ჩერტოვმა თქვა, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდა თხევადი ასაფეთქებელი მასალა და ოპერაცია ალ ყაიდის მიერ ტარდებოდა.