Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, თეირანში ჩავიდა, სადაც ის ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, თეირანში ჩავიდა, სადაც ის ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ლიბანში, ჰისბალაჰსა და ისრაელს შორის მოქმედ ზავს და ირანის ატომური პროგრამის საკითხებს განიხილავს.
თეირანში ჩასვლიდან მალე ანანმა ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა: [ანანის ხმა]: ”ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ რომ თეირანში კიდევ ერთხელ ჩამოვედი. ჩემი ვიზიტის მიზანია ლიბანის სიტუაციის შესახებ შემუშავებული ნომერ 1701 რეზოლუციის დანერგვის შესახებ მოლაპარაკების გამართვა. ამავე დროს, ამ რეგიონისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აქტუალურ სხვა საკითხებსაც განვიხილავთ. მოუთმენლად ველი ირანის ლიდერებთან შეხვედრას”. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ანანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მანუჩერ მოთაქის შეხვდა, რომელმაც ანანს ლიბანის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დანერგვაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ირანის პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინაჟადს, კოფი ანანი კვირას, 3 სექტემბერს შეხვდება. ირანში ვიზიტი ანანის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურნეს ნაწილია. გაეროს გენერალური მდივანი თეირანში სირიიდან ჩავიდა. ირანი და სირია ჰისბოლაჰის მთავარი მოკავშირეები არიან. დამასკში ყოფნისას, ანანმა განაცხადა, რომ სირია ჰისბოლაჰისთვის შეიარაღების მიწოდების აღკვეთაზე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG