დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგარეტ ბეკეტი დღეს ბაღდადში იმყოფება.
ეს ერაყში მისი პირველი ვიზიტია ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ. ბეკეტი პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მაისში დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. იგი ორშაბათს ჩავიდა ერაყში ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას მან თქვა: "ერაყში უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ უკვე გადაეცა ერაყის ძალებს. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებისთვის. საბოლოო ჯამში უსაფრთხოება არჩეულმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს." გუშინ ერაყის დედაქალაქში 30-ზე მეტი ერაყელის გვამი იპოვეს. პოლიციის აზრით, ისინი რელიგიური დაპირისპირების მსხვერპლნი არიან. ქვეყნის სამხრეთში, ბასრაში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა დიდი ბრიტანეთის ორი სამხედრო მოსამსახურე. ერთი დაიჭრა.