Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს იგორ


საქართველოში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს იგორ გიორგაძის პარტია "სამართლიანობისა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ლიდერები.

საქართველოში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს იგორ გიორგაძის პარტია "სამართლიანობისა" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ლიდერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაკავებულია 29 ადამიანი. მათ ადანაშაულებენ შეთქმულებაში "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად". როგორც მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: [ვანო მერაბიშვილის ხმა] "ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეჭვი, რომ ეს ადამიანები, ეს ჯგუფები გეგმავდნენ საქართველოში ხელისუფლების დამხობას და იგორ გიორგაძის ჩამოყვანას საქართველოში. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იმუშავა რამოდენიმე თვის განმავლობაში ამ ჯგუფებთან, რათა მოეპოვებინა ამ ჯგუფების დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დღეს ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რათა ეს ადამიანები მიცემულ იქნენ პასუხისგებაში." იგორ გიორგაძის დაკავებულ მომხრეებს შორის არიან კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი, პარტია „სამართლიანობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია თოფურია და მოძრაობა „ანტისოროსის“ ხელმძღვანელი მაია ნიკოლეიშვილი.
XS
SM
MD
LG