ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოელი მოკავშირეები მოვალე არიან, მეტი ჯარისკაცი გააგზავნონ ავღანეთში.
[ტონი ბლერის ხმა] “ნატო დაადგენს, კიდევ რა მოთხოვნებია ავღანეთში. ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები მოვალე არიან, მიიღონ სათანადო ზომები”. ამ საკითხს ტონი ბლერი შეეხო ლონდონში, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ dიაბაოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ხოლო ძიაბაოს განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციისაკენ. მათი კომენტარების ფონია ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრა ბრუსელში, ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხზე მოსალაპარაკებლად.