პაკისტანში პატივი მიაგეს შარშანდელი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას.
ერთი წლის წინ სტიქიური უბედურების შედეგად 73 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მუზაფარაბადში, ქაშმირის პაკისტანის კუთვნილი პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას, პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა პირობა დადო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მთავარი ნაწილი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 3 წელიწადში დასრულდება. გუშინ კი ისლამაბადში ასობით დემონსტრანტმა გამოთქვა პროტესტი, მათი რწმენით, კორუფციის გამო, რომელიც სარეკონსტრუქციო პროცესს აფერხებს. პაკისტანში შარშანდელი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,6-ს მიაღწია და 3,5 მლნ ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა, დააობლა 11 000 ბავშვი.