Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქრისტიანული უმცირესობა ავტოანომიას ითხოვს


ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის შეირაღებული დაპირისპირება უკვე ყოველდღიურობად იქცა.

ჯერჯერობით ნაკლები ყურადღება ექცევა ერაყელი ქრისიტინების, განსაკუთრებით ასირიელების პრობლემებს. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა ისლამის შესახებ რომის პაპის გაუფრთხილებელი შენიშვნების შესახებ. მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების ყოფილი მინისტრი პასკალ ვარდა ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება ერაყში ქრისტიანებისთვის ავტონომიური პროვინციის შესაქმნელად მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ეკლესიების აფეთქება, ქრისტიანი სასულიერო პირისთვის თავის მოკვეთა, 13 ქალისა და გოგონას მოკვლა - ეს გასულ თვეში ერაყელი ქრისტიანების მიმართ ძალადობის ყველაზე უკიდურესი შემთხვევებია.
მოსულში მამა ისკანდერ ბეჰნამი გაიტაცეს ისლამის შესახებ პაპის გამონათქვამებისთვის შურის საძიებლად. როცა მისი გვამი იპოვეს, მას თავი და კიდურები ჰქონდა მოკვეთილი.
სულ ახლახან ბაღდადში ააფეთქეს ქალაწული მარიამის ტაძარი. საერთო ჯამში უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ამ ტაძრის ბედი 30-მდე ეკლესიამ გაიზიარა.
ბასრაში, სადაც ბრბოს რისხვისთვის თავის ასარიდებლად ქრისტიანი ქალები ჩადრებს ატარებენ.
აშკრაა, რომ უკანასნელ ხანებში ქრისტიანების მიმართ სუტნიტებისა დ შიიტების ზიზღი მატულობს.
სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ერაყელი ქრისტიანები სხვა რელიგიათა წარმომადგენლებთან მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ კი ისინი მუსულმანთა მხრიდან თავდასხმების სამიზნედ იქცნენ. ზოგან ისინი ასოცირდებიან დამპყრობ ჯარებთან, რომელთა უმეტესობა ქრისტიანულ ქვეყნებს წარმოადგენს.
[ვარდას ხმა] "დღეს განსაკუთრებით ამოგვიღეს სამიზნეში. სამწუხაროდ, ეს პირველად არ ხდება. განუწყვეტლივ შიშში გვიწევს ყოფნა. გვინდა ხმა ამოვიღოთ და განვაცხადოთ, რომ ეს ნამდვილი ბნელი პერიოდია ჩვენთვის. რატომ გვესხმიან თავს, არ ვიცით. კი, ყველა ერაყელი სამიზნეშია ამოღებული, მაგრამ ჩვენ - ქრისტიანი ასირიელები, მესოპოტამიის მკვიდრი ხალხი, ერაყის მკვიდრი ხალხი - დღეს ძალიან სახიფათო ვითარებაში ვართ."
ეს გახლდათ ასირიელი ქრისტიანი პასკალ ვარდა, რომელიც დემოგრაფიისა და ლტოლვილთა საკითხების მინისტრი იყო ერაყის გარდამავალ მთავრობაში. იგი ამ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფება და ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია, რომ მხარი დაუჭიროს ერაყში უმცირესობისთვის ავტონომიური პროვინციის შექმნის იდეას.
ვარდას აზრით, ამგვარი მმართველობის შექმნა ერთადერთი გზაა ერაყში ქრისტიანების დევნისთვის ბოლოს მოსაღებად. ასეთი ადმინისტრაციული ერთეულისთვის შესაფერის ადგილად ქრისტიანებს ბიბლიური ნინევიის დაბლობი მიაჩნიათ.
[ვარდას ხმა] " ნინევიის დაბლობზე პროვინცია ყველასთვის შეიძლება იყოს გამოსავალი. რატომ არა? რატომ არ შეიძლება გადაწყდეს, რომ გამოიყოს ეს რეგიონი? რომ გადაწყდეს, გაფართოვდეს ეს სამშვიდობო რეგიონი. ეს იქნებოდა ამავე დროს შეერთებული შტატების ხალხის, ჩვენი ხალხის დემოკრატიული ძალისხმევის გაფართოებაც, რაც ერაყელი ხალხის საკეთილდღეოდაა გამიზნული."
ამერიკის ხელმძღვანელობა ვარდას თბილად, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა.
ვარდასთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოვიდა ორგანიზაცია საერთაშორისო ქრისტიანული სოლიდარობის წარმომადგენელი მამა კით როდერიკი.
[როდერიკის ხმა] "თვალში საცემია, რომ რამადანის თვეში, რომელიც ერაყში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობით აღინიშნა, არ ყოფილა არავითარი პროტესტი უმცირესობების დასაცავად."
როდერიკმა გააკრიტიკა ისლამური ქვეყნების ორგანიზაცია იმის გამო, რომ მან არ დაგმო მოსულში მამა ისკანდერისთვის თავის მოკვეთის ფაქტი. ასევე აღშფოთება გამოხატა მან იმის გამო, რომ ამ მოვლენას ერაყში არცერთი მუსულმანი ლიდერი არ გამოხმაურებია.
მანაც მხარი დაუჭირა ერაყში ავტონომიის შექმნას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ბოლოს არ მოუღებს ძალადობას.
[როდერიკის ხმა] "ეს არ მოუღებს ბოლოს მკვლელობებს დიდ ქალაქებში - მოსულში, ბაღდადსა და ბასრაში. მაგრამ ეს ხალხს საშუალებას მისცემს წავიდეს და თავი შეაფაროს ამ ადგილს, თუკი ამის საჭიროება იქნება. ეს არის არა უსაფრთხო ადგილი, არამედ ადმინისტრაციული ერთეული, რომლის მეშვეობითაც დევნილი უმცირესობები თავად მართავენ საკუთარ თავს დ საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ფედერალისტურ სისტემაში, რომელიც ვითარდება ერაყში."
როდერიკის თქმით, სპეციალური კომისია, რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს ბეიკერი უდგას სათავეში, სწავლობს ეთნიკური ნიშნით ქვეყნის დაყოფის შესაძლებლობებს. ის, რასაც ასირიელები ითხოვენ, უკვე გათვალისწინებულია ერაყის კონსტიტუციით. უკვე არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია დამოუკიდებელი მმართველობების შექმნა. ეს იქნება არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ავტონომიური ადმინისტრაციული რეგიონი.

XS
SM
MD
LG