Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, 23


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, 23 ოქტომბერს პრაღაში, რადიო “თავისუფლების” ოფისში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, 23 ოქტომბერს პრაღაში, რადიო “თავისუფლების” ოფისში
გამართულ “ენერგეტიკულ ფორუმზე”, მოუწოდა ევროპის კავშირს, რათა ეცადნოს, ნაკლებად იყოს დამოკიდებულნი რუსეთის ნავთობისა და გაზის ენერგიაზე. ტოპოლანეკის თქმით, რუსეთი, რომელიც დიდი რაოდენობით გაზისა და ნავთობის საბადოს აკონტროლებს, ცდილობს ენერგორესურსები გამოიყენოს, როგორ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. “რუსეთის ეს ზეწოლა დიდი შეშფოთების მიზეზი ხდება, რის გამოც ევროპის კავშირმა არ უნდა შეწყვიტოს მცდელობა, რათა მოახდინის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება. მე ვფიქრობ, რომ ამის არ გაკეთება დიდი შეცდომა იქნებოდა. ასეთი შეცდომას ას წელიწადში ერთხელ მოსდით. და ასეთი შეცდომა საბედისწერო შეიძლება იყოს. “ ტოპოლანკემა გააკრიტიკა ბალტიის ზღვის ფსკერზე გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენის მშენებლობის იდეა, რომელსაც უფრო დიდი საფრთხის მომტანი უწოდა, ვიდრე სარგებლისა.
XS
SM
MD
LG