Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალე განახლდება ჩრდილო კორეის ბირთვული


მალე განახლდება ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე ექვსმხრივი მოლაპარაკებები.

მალე განახლდება ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე ექვსმხრივი მოლაპარაკებები.
ამის შესახებ დღეს განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა, ქრისტოფერ ჰილმა, რომელიც პეკინში შეხვდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებს. ჰილის თქმით, ფხენიანმა თანხმობა განაცხადა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჰილის თქმით, შეერთებული შტატები "მნიშვნელოვან წინსვლას" ელის მოლაპარაკებებისგან, რომლის მიზანია ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა. ამასთან, მისი თქმით, ჩრდილო კორეას არ გაუკეთებია რაიმე სახის პირდაპირი დაპირება, რომ შეწყვეტს ბირთვული იარაღის შემდგომ გამოცდას. იაპონიამ განაცხადა, რომ ჩრდილო კორეასთან მოლაპარაკებების განახლება მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, თუკი იგი უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.
XS
SM
MD
LG