Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ენერგოკომპანია ”გაზპრომი”


გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ენერგოკომპანია ”გაზპრომი”

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ენერგოკომპანია ”გაზპრომი”
მომავალი წლიდან საქართველოსთვის გაზის საფასურის ორჯერ და კიდევ უფრო მეტად გაზრდას გეგმავს.
რუსეთის მედიაში მოყვანილია "გაზპრომის" ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვები, რომ კომპანიას ათასი კუბური მეტრი გაზის საფასურის 230 ამერიკულ დოლარამდე გაზრდა სურს. ამჟამად საქართველო ამავე რაოდენობაში 110 დოლარს იხდის. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის, იური იერშოვის სიტყვებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს იაფი გაზის მიწოდებას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის: [იერშოვის ხმა]: ”სხვების სუბსიდირების პრაქტიკა უნდა შეწყდეს. ჩვენ ძვირფას პროდუქტს იაფად ვიძლეოდით, და სამაგიეროდ მის ექვივალენტს არ ვიღებდით. ვითარება ჩვენთვისაც რთულია. ქვეყანაში ბევრი ღარიბი ადამიანია, და არაერთი სოციალური პრობლემა. ამდენად, ჩვენ არ შეგვიძლია ვიღაცას ტყუილყუბრალოდ ვეხმარებოდეთ. მე გადაჭრით ვემხრობი საერთაშორისო ფასებს”. ”გაზპრომის” ინფორმაციით, ახალი ფასი თბილისს უკვე შესთავაზეს და ამჟამად ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. რუსული კომპანია არ აკონკრეტებს, თუ როდის და სად აცნობა საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ”გაზპრომში” მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ 2007 წლის კონტრაქტები ჯერჯერობით არ გაფორმებულა და ამჟამად კონკრეტულ პირობებზე მსჯელობა მიმდინარეობს. გაზპრომის მიერ დასახელებულ ახალ ფასს საბაზროზე მეტად პოლიტიკური უწოდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა. გაზპრომთან მოლაპარაკების დასრულების ვადად დღეს დეკემბერი დაასახელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. სახელმწიფო კანცელარიაში ენერგეტიკული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა უხელმძღვანელა.
XS
SM
MD
LG