Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "პოლიტიკურ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "პოლიტიკურ შანტაჟში" დაადანაშაულა რუსეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "პოლიტიკურ შანტაჟში" დაადანაშაულა რუსეთი
მას შემდეგ, რაც "გაზპრომი" დაიმუქრა ქართული მხარისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას გაზის ახალ ფასზე. როგორც ნოღაიდელმა დღეს აღნიშნა, თბილისი სხვა ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებას გაზის იმპორტზე. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ის რუსული მხარისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, ისევე როგორც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იუწყებიან აგრეთვე, რომ "გაზპრომის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ მედვედევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია, აქტივებით დაფაროს "გაზპრომის" მიერ გაზრდილი ფასი. ცნობებში ლაპარაკია გაზის გაძვირებაზე 1000 კუბურ მეტრში ამჟამინდელი 110 დოლარიდან 230 დოლარამდე.
XS
SM
MD
LG