ბეირუთში ათი ათასობით ადამიანი დაესწრო ლიბანის
მრეწველობის მინისტრის, პიერ ჟემაიელის დაკრძალვის ცერემონიას. 34 წლის ქრისტიანი მინისტრი, რომელიც მთავრობაში სირიის მოწინააღმდეგე ძალებს წარმოადგენდა, სამშაბათს ჩაცხრილეს. დაკრძალვის ცერემონიას უცხოელი დიპლომატებიც დაესწრნენ - მათ შორის საფრანგეთის საგარეო საქემთა მინისტრი, ფილიპ დუსტ ბლეიზი, და არაბული ლიგის ხელმძღვანელი, ამრ მუსა. პარალელურად, გაეროს უშიშროების საბჭომ დააკმაყოფილა ლიბანის მთავრობის თხოვნა, მრეწველობის მინისტრ პიერ ჟემაიელის მკვლელობის გამოძიებაში გაეროს ჩართვის თაობაზე. გაეროს კომისიას, რომელიც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობას იძიებს, საბჭომ უფლება დართო ჟემაიელის მკვლელთა ძიებაშიც ჩაერთოს.