Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საქართველო სავარაუდოდ


აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საქართველო სავარაუდოდ,

აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს საქართველო სავარაუდოდ,
დღეიდან მიიღებს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზით მილსადენის შევსება დაწყებულია და საქართველოს ქსელში მისი განაწილება დღის ბოლოსთვის დაიწყება. აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, შეფერხების ოფიციალურ მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა. შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს ოცდაათ მილიონ კუბურ მეტრ გაზს და ყოველ ათას კუბურ მეტრში ასოც დოლარს გადაიხდის.
XS
SM
MD
LG