Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო


რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
რწმუნებათა სიგელებს ოთხშაბათს გადასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშაბათს თავად კოვალენკომ განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. სამთვიანი პაუზის შემდეგ კოვალენკო საქართველოში ელჩის მოვალეობის შესასრულებლად 23 იანვარს დაბრუნდა. ის თბილისიდან გასული წლის სექტემბერში გაიწვიეს ჯაშუშების დაკავების გამო ატეხილი სკანდალის გამო. მაშინ კოვალენკო ელჩის თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო და რწმუნებათა სიგელების ასლები მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ჰქონდა გადაცემული.
XS
SM
MD
LG