Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ზემო აფხაზეთს ეწვია


საქართველოს პრეზიდენტი ზემო აფხაზეთს ეწვია და, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, 11 მარტს ხეობის დაბომბვის შედეგად დაზიანებული

საქართველოს პრეზიდენტი ზემო აფხაზეთს ეწვია და, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, 11 მარტს ხეობის დაბომბვის შედეგად დაზიანებული
შენობები დაათვალიერა. ამ შენობებს შორისაა აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის შენობაც. როგორც დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ, მალხაზ აქიშბაიამ უთხრა საინფორმაციო სააგენტოებს, ამ დროისთვის ხეობაში სიმშვიდეა, გრძელდება სწავლის პროცესი. ასევე აქიშბაიას თქმით, პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და დააიმედა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი მსგავსი ქმედების აღსაკვეთად. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოარის მოადგილე, ნიკა რურუას განცხადებით, შვეულმფრენები, რომლებმაც ზემო აფხაზეთი დაბომბეს, საქართველოში რუსეთის ტერიტორიიდან შეფრინდა. დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ელჩებმა მოისმინეს ოფიციალური ინფორმაცია 11 მარტს ზემო აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ. მოგვიანებით, ინციდენტის კომენტირებისას, ელჩებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. 11 მარტს ზემო აფხაზეთის სოფლები ჩხალთა და აჟარა დაიბომბა.
XS
SM
MD
LG