ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დღეს ერთი საათის განმავლობაში სინათლე გამორთეს.
ეს აქცია სათბურის გაზების შემცირების ინიციატივის ნაწილი იყო. მნიშვნელოვანი დაწესებულებები - მაგალითად, სიდნეის ოპერის შენობა - ჩაბნელებული იყო. რესტორნების კლიენტები სანთლის შუქზე სადილობდნენ. სიმბოლურ აქციაში მონაწილეობა ბიზნესის წარმომადგენლებმა, და 50, 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. აქციის მიზანი გლობალური დათბობის პრობლემაზე ყურადღების გამახვილება იყო. სიდნეი მომავალი წლის განმავლობაში სათბურის გაზების ხუთი პროცენტით შემცირებას გეგმავს.