მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მიწას მიაბარეს რუსეთის პირველი პრეზიდენტის,
ბორის ელცინის ნეშტი. დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ ბორის ელცინის ოჯახის წევრები და ახლობლები, ნათესავები, აგრეთვე, რუსეთისა და უცხოეთის არაერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელები. საქართველოდან ცერემონიაში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მანამდე, მაცხოვრის ტაძარში, გაიმართა სამგლოვიარო პანაშვიდი, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ლოცვა აღავლინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა კირილემ. რუსეთში დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული.