Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ვერ ხედავს
"ინტერესთა კონფლიქტს" ევროპის კავშირთან. ეს განცხადება პუტინმა დღეს გააკეთა მოსკოვში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას. პუტინისა და შტაინმაიერის შეხვედრა წინ უსწრებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის შეხვედრას, რომელიც პარასკევს გაიმართება სამარაში. სამიტს ჩრდილი მიაყენა რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებებმა, მათ შორის რუსეთის მიერ პოლონეთის ხორცპროდუქტების იმპორტზე აკრძალვის შემოღებამ.

XS
SM
MD
LG