მხარეები იმედოვნებენ, რომ წარმატებით დაგვირგვინდება მათ შორის შემდგარი მოლაპარაკება, რომელსაც ორშაბათს ასტანა მასპინძლობდა. ამასთან, თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ცდილობს განაახლოს კონტაქტები მსოფლიოსთან, რასაც მოკლებული იყო საფარმურად ნიაზოვის დროინდელი, გარე სამყაროსგან იზოლირებული თურქმენეთი.
ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები ნურსულთან ნაზარბაევი და გურბანგული ბერდიმუხამედოვი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან, რის გამოც მათი წყვილად წარმოდგენა ძნელია. პირველი გამოცდილი ვეტერანი პოლიტიკოსია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მკაცრი ხელით მართავდა თავის ქვეყანას, მეორე კი - ბერდიმუხამედოვი - ყოფილი დანტისტია, რომლის პოლიტიკური კურსიც ჯერჯერობით თითქმის უცნობია.
თუმცა ერთი რამ უკვე ცხადია, თურქმენეთისა და ყაზახეთის ამჟამინდელ მმართველებს სურთ, რომ ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს მათ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირი გაძლიერდეს. სწორედ ეს მიზანი გაახმიანა ნურსულთან ნაზარბაევმა 28 მაისს ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე:
(ნაზარბაევის ხმა) "თურქმენეთიცა და ყაზახეთიც ის სახელმწიფოებია, რომლებიც ენერგომატარებლების – ნავთობისა და გაზის - უდიდეს მარაგს ფლობენ. და ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარეს უზარმაზარ მოგებას უქადის."
შემდეგ ნაზარბაევმა თქვა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს თურქმენული რესურსების ათვისების პროცესში ყაზახური კომპანიების ჩართვის საკითხიც. როგორც რადიო ”თავისუფლების" ყაზახური სამსახურის კორესპონდენტი ბაურჟან შაიახმეტი ასტანიდან იტყობინება, პრეზიდენტები ახალი გზის გაყვანასთან დაკავშირებითაც შეთანხმდნენ. საუბარია 237-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყაზახეთის ჟეტიბაის ქალაქ თურქმენბაშისთან დააკავშირებს. გზის ეს მონაკვეთი საერთაშორისო კორიდორის ნაწილი იქნება, სახმელეთო გზა თურქმენეთსა და რუსეთს შორის. საუბარია ასევე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე, რაც დაეხმარება თურქმენეთს თავისი პროდუქცია ევროპაში ყაზახეთისა და რუსეთის გავლით გაიტანოს.
ასტანაში ჩასული თურქმენეთის პრეზიდენტი მიანიშნებდა იმაზე, რომ მას წინამორბედის მიერ შექმნილი იზოლაციის გარღვევა და მსოფლიოსთან მეტი ურთიერთობა სურს. დიახ, ბერდიმუხამედოვს სურვილი აქვს, უფრო აქტიურად იმოქმედოს დსთ-ის არენაზეც. ნიაზოვმა კი, თავის დროზე, თუქმენეთის დსთ-ის წიაღიდან გამოყვანა და ასოცირებულ წევრად დატოვება ამჯობინა.
რამდენად შორსმიმავალია ბერდიმუხამედოვის გეგმები ღიად ითანამშრომლოს მსოფლიოსთან, ეს არავინ იცის. სამაგიეროდ, საუბრობენ იმის შესახებ, რომ ის ნიაზოვის კულტის ნგრევით უნდა იყოს დაინტერესებული. თურქმენეთის ოპოზიციის ვებგვერდი, "ხრონიკა თურკმენისტანა", 28 მაისს იუწყებოდა, რომ თურქმენაბადში ნიაზოვის ძეგლი აიღეს და რომ, პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის არაერთი ფოტო გაუჩინარდა. ვენაში მოქმედი თურქმენეთის ინიციატივის ჯგუფის წარმომადგენლის ფარიდ ტუხბატულინის თქმით, ასეთ დირექტივას გავლენიანი პირები იძლევიან:
(ტუხბატულინის ხმა) "აშკარაა, რომ ასეთი ინფორმაცია ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მოდის, ვინაიდან ადგილობრივი ჩინოვნიკები ასეთი ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმას ვერ გაბედავდნენ. მე ვვარაუდობ, რომ თანდათან საკმაოდ ბევრ ძეგლს აიღებენ, რადგანაც თურქმენეთში ძალიან ბევრი ძეგლია."
რაც შეეხება თურქმენეთის პრეზიდენტის მხრიდან იზოლაციის ბარიერის გარღვევის სურვილს, ექსპერტთა აზრით, ამის კიდევ ერთი საყურადღებო ნიშანია საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ყაზახეთსა და რუსეთთან.