Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ


40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში "6-დღიანი ომი" დაწყო.

40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში "6-დღიანი ომი" დაწყო.
1967 წელს ისრაელის არმიამ დარტყმა მიაყენა ეგვიპტის, იორდანიის და სირიის ჯარებს. ამ დაპირისპირებამ შეცვალა კიდეც ახლო აღმოსავლეთის სტრუქტურა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ტელევიზიით გამოსვლისას, პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა თქვა, რომ პალესტინელები სამოქალაქო ომის ზღვარზე არიან მისული. მისი განცხადებით, პალესტინურ დაჯგუფებებს შორის ამჟამად არსებული დაპირისპირება ისრაელის სამხედრო გავლენის ქვეშ ყოფნაზე უარესია. აბასმა გააკრიტიკა პალესტინელი მეამბოხეები, რომელთა მოქმედებებმა, მისი თქმით, ისრაელის შურისძიება გამოიწვია. ამან კი, ასობით პალესტინელის სიკვდილი გამოიწვია.
XS
SM
MD
LG