კავშირის წევრთა ნაწილი თავმჯდომარეს, რევაზ მაისურაძეს, დაუპირისპირდა. აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ უკანონოდ იყიდება კავშირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც, ქარხნებისა და საწარმოების სახით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაფანტული. მხარეები ერთმანეთს 15 ივნისს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის 21-ე საანგარიშო ყრილობის მსვლელობისას, დაუპირისპირდნენ. ყრილობაზევე გამოქვეყნდა სარევიზიო კომისიის უარყოფითი დასკვნა, რომლის საფუძველზეც აქციის მონაწილენი კავშირის თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, თუმცა თავად უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი სიმართლის დასადგენად პროკურატურას მიმართავს.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში უსინათლოთა რაოდენობა 12 ათასს აღწევს, თუმცა ამათგან უსინათლოთა კავშირში მხოლოდ 3 ათას 500-ია გაერთიანებული. უსინათლოთა კავშირის წევრია რეზო სამხარაძეც - მსახიობი და უსინათლოთა თეატრის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
[რეზო სამხარაძის ხმა] „შეიქმნა უსინათლოთა კავშირში უსინათლოთა თეატრი, რომელიც არის უნიკალური. მესამე სპექტაკლი გამოშვების სტადიაშია, მაგრამ არ არის ფული, რომ გამოვუშვათ. დეკორაცია ხომ გვინდა, ტანსაცმელი ხომ გვინდა...“
რეზო სამხარაძის ამ წუხილს უსინათლოთა კავშირის სხვა წევრებიც იზიარებენ, თუმცა 2007 წლის 15 ივნისის, ანუ საქართველოს უსინათლოთა კავშირის 21-ე საანგარიშო ყრილობის, შემდეგ უსინათლოთა თეატრის პრობლემებმა უკანა პლანზე გადაიწია. ყრილობის მსვლელობისას დელეგატები - კავშირის თავმჯდომარის მომხრეები და მოწინააღმდეგეები -ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
[ისმის ხმაური]
ყრილობის დასრულების შემდეგ კავშირის ოთხმა წევრმა შიმშილობა გამოაცხადა. პირველი ჯგუფის ინვალიდი გიორგი მარჯანიძე სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ კავშირის თავმჯდომარე უსინათლოთა ქონებას ანიავებს:
[გიორგი მარჯანიძის ხმა] „ჩვენი მოთხოვნაა: შეწყდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქონების ძარცვა და ჩალისფასად განიავება და თავმჯდომარის უპირობო გადადგომა - იმდენად, რამდენადაც მას არ აქვს მორალური უფლება უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე იყოს.“(სტილი დაცულია)
გიორგი მარჯანიძის ამ ბრალდებებს უარყოფს კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება კავშირის ქონების ნაწილის გასხვისებისა უსინათლოთა კავშირის გამგეობამ მიიღო:
[რევაზ მაისურაძის ხმა] „სურვილი გვაქვს ჩვენი საწარმოების წილის 100 პროცენტიდან, ინვესტიციის მოზიდვისა და ამუშავების მიზნით, გასხვისდეს მხოლოდ 51 პროცენტი. თუკი ადამიანი წილის შეძენაში ფულს გადაიხდის, აუცილებლად მას აამუშავებს. ამ შემთხვევაში გვექნება ორმაგი მოგება: ერთი, რომ იქ დასაქმდებიან ჩვენი უსინათლოები და მეორე - უსინათლოთა კავშირს გაუჩნდება შემოსავალი დივიდენდის სახით.“
რევაზ მაისურაძის თქმით, წილის დათმობისა და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, კავშირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ვერც სამომავლოდ მოიტანს სარგებელს, თუმცა უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ზაზა ადანაიას - ყრილობის დელეგატსა და უსინათლოთა კავშირის კიდევ ერთ წევრს:
[ზაზა ადანაიას ხმა] „კავშირი ინარჩუნებს რაღაც აპარატს, რომელიც იღებს ხელფასს და სხვა - დაახლოებით 3500 - წევრი ამ კავშირისაგან თითქმის ვერაფერს იღებს. არადა, ეს კავშირი მოწოდებულია სწორედ იმისთვის, რომ დაიცვას უსინათლოთა უფლებები.“
ზაზა ადანაია, სხვა მოშიმშილეების მსგავსად, რევაზ მაისურაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. პარალელურად, აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციას უსინათლოთა კავშირის სარევიზიო კომისიის ის დასკვნა გაუგზავნეს, სადაც კანონის დარღვევის 12 შემთხვევაა აღწერილი. პასუხად უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ სარგებლობს ყრილობის დელეგატთა აბსოლუტური მხარდაჭერით და თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. საქმეში გენერალური პროკურატურის ჩართვას რევაზ მაისურაძეც აპირებს:
[რევაზ მაისურაძის ხმა] „დელეგატებიდან 35-მა დადებითად შეაფასა გამგეობის მიერ გაწეული მუშაობა და მხოლოდ სამი იყო წინააღმდეგი. ერთი დეტალი ახლავს ამ ყოველივეს: სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა კახა გლოველმა, რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით, ეგრეთ წოდებული უარყოფითი დასკვნა მოამზადა, რომელშიც არც ერთი პუნქტი არ არის სიმართლე. მე თავად ვაპირებ ინიციატივით შევიდე პროკურატურაში, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული დასკვნის ჭეშმარიტება.“
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სანამ დასკვნას - უფრო სწორად კი, დასკვნაში მოტანილ ფაქტებს - პროკურატურა არ გამოიძიებს, უსინათლოთა კავშირში შექმნილი დაძაბულობა არ განიმუხტება. არადა, უსინათლოებს - მათ შორის, უსინათლო მსახიობებს - უამრავ ყოფით პრობლემასთან უწევთ ჭიდილი.
[რეზო სამხარაძის ხმა] „ერთი თვის რეპეტიცია და სპექტაკლი შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ არ არის საშუალება და ვერ ვაკეთებთ.“(სტილი დაცულია)