Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატომ არ უნდა გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატომ არ უნდა გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას
ეწინააღმდეგება. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა მოსკოვში, ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის წინ: (ლავროვის ხმა) "ჩვენ იოლი შრომა არ გველის და ეს ბუნებრივია, რადგანაც საკითხები, რომლებიც, მაგალითად, მე ვახსენე – ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა - ეს საკითხები შეეხება ევროპის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკვანძო ასპექტებს... და ასევე – სტრატეგიული სტაბილურობის ასპექტებს. ამიტომ, ცხადია, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, რათა სიფრთხილით მოვეკიდოთ ერთმანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ერთის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, სხვათა უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე."
XS
SM
MD
LG