რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვსა და ლონდონს შორის ამჟამად არსებულ დაძაბულობას "მინიკრიზისს" უწოდებს
და აცხადებს, რომ ურთიერთობა ბრიტნეთთან ნორმალურად განვითარდება. ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვმა გაახმაურა გადაწყვეტილება ბრიტანელი დიპლომატების გაძევების შესახებ. რუსეთმა გადაწყვიტა ქვეყნიდან გააძევოს 4 ბრიტანელი დიპლომატი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაილ კამინინის რომელმაც ეს ინფორმაცია 19 ივლისს გაავრცელა, დიპლომატების ვინაობა არ დაუსახელებია: (კამინისნის ხმა) "ელჩს გადაეცა ოფიციალური ნოტა, რომლის მიხედვიტაც მოსკოვში ბრიტენეთის საელჩოს 4 თანამშრომელი პერსონა-ნონ-გრატად არის გამოცხადებული. დიპლომატებმა რუსეტის ტერიტორია 10-დღიან ვადაში უნდა დატოვონ." მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება ლონდონის მიერ 4 რუსი დიპლომატის გამოძევების საპასუხოდ მიიღო. თავის მხრივ კი, ბრიტანეთმა ასეთი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთმა უარი უთხრა მას რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის ექსტრადიციაზე.