Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 აგვისტოს თალიბებმა ბოლო სამი


30 აგვისტოს თალიბებმა ბოლო სამი მძევალიც გაათავისუფლეს. საუბარია 19 ივლისს გატაცებულ სამხრეთ კორეელ მისიონერებზე,

30 აგვისტოს თალიბებმა ბოლო სამი მძევალიც გაათავისუფლეს. საუბარია 19 ივლისს გატაცებულ სამხრეთ კორეელ მისიონერებზე,
რომელთა საერთო რიცხვი 23-ს შეადგენდა. ასევე დღეს, ოდნავ უფრო ადრე, თალიბებმა გაათავისუფლეს 4 მძევალი. რამდენიმე დღის წინ მათ გაუშვეს - 12, ხოლო მანამდე 2 ტყვე. თალიბებმა გატაცებული მისიონერების ამავე ჯგუფიდან 2 მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, თალიბანმა ანგარიში გაუწია სამხრეთ კორეასთან მიღწეულ შეთანხმებას. კერძოდ, ქვეყანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თავის სამხედრო კონტიგენტს წლის ბოლომდე გამოიყვანს ავღანეთიდან და იქ შეწყვეტს რელიგიურ მისიებს. მძევლების გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რანგინ დადფარ სპანტამ სეული გააკრიტიკა. მას სამწუხაროდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ, ერთი შეხედვით, სამხრეთ კორეამ თალიბი მეამბოხეების ულტიმატუმს გაუწია ანგარიში. არადა, სპანტას თქმით, სეულმა ქაბული სამხედრო კონტიგენტის გაყვანის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა.
XS
SM
MD
LG