Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და ამერიკას შორის კონფლიქტი


თურქეთსა და ამერიკას შორის კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის საგარეო

თურქეთსა და ამერიკას შორის კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის საგარეო
საქმეთა კომიტეტმა სომხეთისთვის სასურველი რეზოლუცია მიიღო. 10 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია აღიარებს "სომხების გენოციდს" ოსმალეთის იმპერიაში. ამერიკაში ვიზიტი გადადო თურქეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რომელსაც მწარმოებელთა კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მანამდე, ანკარამ ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია. თურქეთი აფრთხილებს ამერიკას, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, თუკი "სომხების გენოციდს" ამერიკის კონგრესიც აღიარებს. კენჭისყრა ნოემბერში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG