Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ევროპის კავშირმა მოილაპარაკეს


რუსეთმა და ევროპის კავშირმა მოილაპარაკეს, რომ შექმნიან ადრეული გაფრთხილების სისტემას,

რუსეთმა და ევროპის კავშირმა მოილაპარაკეს, რომ შექმნიან ადრეული გაფრთხილების სისტემას,
რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ევროპელი მომხმარებლისთვის რუსეთის გაზისა და ნავთობის მიწოდებაში შესაძლო შეფერხებების წინასწარ შეტყობინება. შეთანხმების მიღწევის ამბავი საზოგადოებას აუწყა ევროკავშირთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა სერგეი იასტრჟემბსკიმ. [სერგეი იასტრჟემბსკის ხმა] "ენერგეტიკული დიალოგის ხელმძღვანელის, ევროკომისარ პიებალგსის, და რუსეთის მინისტრის ვიქტორ ხრისტენკოს დონეზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, შეიქმნას ადრეული გაფრთხილების მექანიზმი, რომლის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, დროულად განვსაზღვროთ შესაძლო პრობლემები და საფრთხეები, დაკავშირებული ენერგორესურსების მიწოდებასა და მასზე მოთხოვნილებასთან საშუალო და შორეული პერსპექტივით." ბოლო წლებში რუსეთის ენერგომატარებლებით მომარაგების მხრივ ევროპის კავშირს არაერთხელ შეექმნა პრობლემები, რომლებიც გამოწვეული იყო სატრანზიტო ქვეყნებთან - უკრაინასთან და ბელოუსიასთან - რუსეთის პრობლემებით.
XS
SM
MD
LG