Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ქვეყნის


პაკისტანში ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მოკლეს.

პაკისტანში ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მოკლეს.
პოლიციის ცნობით, 54 წლის პოლიტიკოს ქალს ჯერ ტყვია მოხვდა ახლო მანძილიდან, ხოლო შემდეგ, მკვლელმა თავიც აიფეთქა. ბჰუტო წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული და ქალაქ რავალპინდიში დღეს სწორედ თავის მომხრეებს ხვდებოდა. აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. ბჰუტოს მკვლელობის გამო მწუხარება გამოხატა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ და რუსეთმა. ეს სახელმწიფოები და ასევე – ინდოეთი და ირანი გმობენ მომხდარს და მას "ტერორისტულ აქტად" აფასებს.
XS
SM
MD
LG