ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში
დამაჯერებლად გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 63,1 პროცენტი ერგო. როგორც ეგზიტპოლების ჩატარების ერთ-ერთმა თაოსანმა, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ გვაცნობა, გაერთიანებულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 14,5-მა პროცენტმა. მისივე მონაცემებით, პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ხუთპროცენტიანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა: ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ (9,5%) და ლეიბორისტულმა პარტიამ (5,6%). რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში თევზაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს შედეგები ცესკოს საბოლოო მონაცემებთან მიახლოებული იქნება.