Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა


საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 7 ივნისს დაინიშნა.

საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 7 ივნისს დაინიშნა.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პარასკევს საღამოს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ვებსტაიზე. მანამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციური პარტიების არც ერთი წარმომადგენელი არ დაესწრება. მათ შორის არც ,,ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლები. ასეთ შეთანხმებას ოპოზიციურმა ძალებმა "ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ დახურულ შეხვედრაზე მიაღწიეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება დანარჩენ სხდომებს, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით შესაძლოა, მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG